ევროკავშირის უარი "ქართულ ოცნებას" - როგორ პასუხობს ივანიშვილის გუნდი ევროკომისიის მწვავე ანგარიშს

31.10.24 20:44
ევროკავშირის უარი "ქართულ ოცნებას" - როგორ პასუხობს ივანიშვილის გუნდი ევროკომისიის მწვავე ანგარიშს

 

ევროკავშირის მიერ საქართველოს საკითხის გაყინვის შემდეგ, ივანიშვილის პარტიას გეგმაც კი არ აქვთ, თუ როგორ აპირებს მათივე გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენას.

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს არ გაუხსნიან, ვიდრე მთავრობა კურსს არ შეიცვლის" - ასეთი მკაფიო ნათქვამის მიუხედავად, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ამტკიცებდა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობების პროგრესი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ტოლფასია.

ევროკომისიას გაფართოების ასეთი მკაცრი ანგარიში არასდროს გამოუქვეყნებია. "უკუსვლა" - ამ დოკუმენტში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვაა. დემოკრატიული უკუსვლა, უკუსვლა სასამართლო რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვაში. 

ევროკომისიის გაფართოების 100-გვერდიან დოკუმენტში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან ასეთ დაბალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა. ქვეყანა, რომელსაც წესით ევროგაერთიანების წევრობა უნდა, მხოლოდ 49%-ით ემთხვევა ევროკავშირის სახელმწიფოების პოლიტიკას. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.