ბიულეტენების სკანდალი - ეუთო/ოდირის ანგარიში ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას ადასტურებს

31.10.24 20:40
ბიულეტენების სკანდალი - ეუთო/ოდირის ანგარიში ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას ადასტურებს

 

"ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო დაკვირვების 25%-ში საარჩევნო ბიულეტინების ხმების დამთვლელ აპარატში ბიულეტენის შეცურების, ან საარჩევნო უბნის დარბაზის არასათანადო დაგეგმარების გამო".

ეს არის ციტატა ეუთო/ოდირის დასკვნიდან, რომელმაც დაადასტურა ის, რასაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ამტკიცებს. არჩევნების დღეს ხმის ფარულობა დაირღვა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე საკუთარი თვალით ნახეს, თუ როგორ შეილახა მოქალაქეების ფუნდამენტური საარჩევნო უფლება. 

"საარჩევნო უბნები ისე იყო მოწყობილი, რომ შესაძლებელი იყო იმის გარჩევა, თუ ვის დაუჭირა მხარი მოქალაქემ" - ეუთო/ოდირის ეს დასკვნა ამყარებს საიას მოთხოვნას, რომ ტექნოლოგიურ უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა, შედეგები უნდა გაუქმდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.