კონსულტაციები დასრულდა - ოპოზიცია ქუჩაში გადის
კონსულტაციები დასრულებულია, ოპოზიცია ქუჩაში გადის. პროდასავლური ოპოზიცია ორშაბათს, 4 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე შეკრებას აანონსებს.
გაირკვა, რომ სამოქმედო გეგმას ოპოზიციის ლიდერები მოქალაქეებს სწორედ მაშინ გააცნობენ.
შევიკრიბებით ორშაბათს, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლებრივად, მშვიდობიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი - განაცხადა ანა დოლიძემ ოპოზიციის გაერთიანებულ ბრიფინგზე.
არავინ აპირებს რამდენიმე ჩანჩურას და ჭინკას გაატანოს არჩევანი - თქვა "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა.