ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები, გამარჯვების დასაბრუნებლად - თინა ბოკუჩავა

31.10.24 20:33
ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები, გამარჯვების დასაბრუნებლად - თინა ბოკუჩავა

“ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის, რომელიც ეფექტიანად უნდა იქნეს გამოყენებული გამარჯვების დასაბრუნებლად.

ბოკუჩავას თქმით, ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები, გამარჯვების დასაბრუნებლად.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბრძოლაში კონსოლიდაცია და ერთიანობაა“,- ამბობს ბოკუჩავა.

პროტესტი არის უმნიშვნელოვანესი ფორმა დემოკრატიის, რომელიც ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გამარჯვების დასაბრუნებლად. ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული, გააზრებული აქციები, გამარჯვების დასაბრუნებლად. დარწმუნებული ვარ, ამ აქციებზე ისეთივე კონსოლიდირებულები, ერთიანი და მრავალრიცხოვანი ვიქნებით, როგორც ვიყავით იმ აქციაზე, რომელიც წინა ორშაბათს პრეზიდენტმა დააანონსა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ბრძოლაში კონსოლიდაცია და ერთიანობაა. ქართველი ხალხის გვერდით და ევროპული მომავლსის ადარაჯოზე დგას ჩვენი პრეზიდენტი, რაც მნიშვნელოვანია და კიდევ ერტხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს საზოაგდოება სრულად კონსლიდირებულია და მოწინააღმდეგედ ქართველი ხალხის ევროპული მომავლის რჩება მხოლოდ რუსული სპეცოპერაციის ჩამტარებელი ივანიშვილის ხელისუფლება.

ინტენსიურად ვმუშაობთ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელსაც წარვუდგენთ იმ ანგარიშს, რომელზედაც ვმუშაობდით ინტერპარტიულად.

თავს ანგარიშვალდებულად ვგრძნობს თქვენთან, საქართველოს მოქალაქეებთან, რომელბმაც აირჩიეს ევროპა, თავისუფალი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის დამონებსაც ივანიშვილი რუსული სპეცოპერაციით ცდილობს.

 ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის განგრძობადი ბრძოლა, თუმცა ბრზოლა გარდაუვალი გამარჯვებისთვის. გამარჯვებისთვის რომელიც მოვიპოვეთ, უნდა დავიბრუნოთ და რომელიც დასრულდება, არ მხოლოდ ხელახალი არჩევნებით, რომელიც არის ჩვენი ლეგიტიმური, კონსტიტუციური მოთხოვნა,არასმედ აუციელბლად დასრულებდა საქართველოს გაწევრიანებით ევროკავშირში  “,- განაცხადა ბოკუჩავამ.