"იმედია, "ოცნება" მიხვდება რა არის სასწორზე... ხარვეზებიანი არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის" - IRI-ის პრეზიდენტი

01.11.24 10:12
"იმედია, "ოცნება" მიხვდება რა არის სასწორზე... ხარვეზებიანი არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის" - IRI-ის პრეზიდენტი

IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი X-ზე სენატორი როჯერ ვიკერის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ფარსი უწოდა. ტვინინგის თქმით, ხარვეზებით წარმართული არჩევნები ევროკავშირში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის.

"ძლიერი სიტყვები ძლიერი სენატორისგან. იმედია საქართველოს ხელისუფლება მიხვდება რა არის სასწორზე - რადგან ქართველების 90%-ს სურს გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის", - წერს ის.

ამერიკელმა სენატორმა, როჯერ უიკერმა ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იზიარებენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აზრს, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ხალხის ნებას არ ასახავდა. მისი მტკიცებით, ღირსეული, გამჭვირვალე და კანონიერი პროცესის ნაცვლად, ქართველმა ხალხმა ფარსი მიიღო.