EPP: ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ბოლო არჩევნებზე, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული
ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ბოლო არჩევნებზე, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული - ამის შესახებ EPP -ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ევროპის სახალხო პარტია ასევე ურყევ მხარდაჭერას აცხადებს ქართველი ხალხის მიმართ.
"EPP ქართველი ხალხის გვერდით დგას თავისუფალი და ყოველგვარი დაშინების გარეშე არჩევანის გაკეთებისთვის ბრძოლაში. მათი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორისაა.
ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო არჩევნების დროს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული." - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო პარტია X-ზე აქვეყნებს.