დარწმუნებული ვარ, მალკევიჩის გარდა არჩევნებზე სხვა რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელიც იყვნენ - ბოკუჩავა

01.11.24 11:19
დარწმუნებული ვარ, მალკევიჩის გარდა არჩევნებზე სხვა რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელიც იყვნენ - ბოკუჩავა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ ალექსანდრ მალკევიჩის გარდა არჩევნების პერიოდში საქართველოში სხვა რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელიც იმყოფებოდნენ.

ბოკუჩავას ეჭვი არ ეპარება, ივანიშვილის ხელისუფლების წევრებსა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის პირდაპირი კოორდინაცია არსებობდა.

მაშინ როცა არჩევნებადწოდებული რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა, ბუნებრივია, არ არის გასაკვირი, რომ ე.წ. ვაგნერის ჯგუფის წარმომადგენლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ. დარწმუნებული ვარ, სხვა ძალიან ბევრი რუსული სპეცსამსახურის წარმომადგენელიც იყო ადგილზე, იმიტომ, რომ არსებობდა პირდაპირი კოორდინაცია ივანიშვილის ხელისუფლების წევრებსა და რუსულ სპეცსამსახურებს შორის. ეს ჰიბრიდული ინსტრუმენტები, რომელცი გამოყენებული იყო, მათ შორის ამ ტოტალურ გაყალბებაში, მიუთითებს სწორედ რუსული სპეცსამსახურების ჩარევაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.

 ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც  ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. კრემლის მარიონეტმა გაგლოევმა მას "მეგობრობის ორდენიც" გადასცა.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ალექსანდრ მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. და ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ ამერიკის ძებნილთა სიაში შეყვანილი მალკევიჩი, რომელიც ამერიკის, კანადის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია, არჩევნების დღეს ცესკოს გაცემული ოფიციალური აკრედიტაციიით მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი. 

ინფორმაციია, რომ  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.

რუსი პროპაგანდისტი, მალკევიჩი არის ევროკავშირის, აშშ-ის, კანადისა და სხვა ქვეყნის სანქციების ქვეშ. არჩევნებში ჩარევის გამო აშშ-ს ალექსანდრ მალკევიჩზე ძებნა აქვს გამოცხადებული და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ჯილდო ათი მილიონიც კი გამოაცხადდა.

ახლა, წესით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული პირი, რომელიც ამერიკული გამოძიების თანახმად ამერიკის არჩევნებშიც კი ჩაერია.

მსგავსი სიახლეები