არჩევნები ჩატარდა ღია ეთერში და ის ანულირებული იქნება - ნიკა მელია
არჩევნები ჩატარდა ღია ეთერში და ის ანულირებული იქნება, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, დაირღვა არჩევნების მთავარი პრინციპი - ხმის მიცემის ფარულობა, ამიტომ ბრძოლა იქნება სხვადასხვა ფორმებით საბოლოო შედეგის მიღწევამდე.
ბარიერგადალახული კოალიციური პარტიები ქნიან უკვე ერთ მთლიან კოალიციას, რომელიც ხალხთან ერთად, საბოლოო ჯამში, მოიპოვებს რეზულტატს და ეს არჩევნები იქნება ანულირებული. მოპოვებულია უამრავი მტკიცებულება, ამას საზოგადოება უახლოეს პერიოდში იხილავს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ღია ეთერში. ფარულობა, როგორც მთავარი პრინციპი, რომელიც არის კონსტიტუციაში გაწერილი, არის მთლიანად დარღვეული და შესაბამისად, ყველა ტიპის ღონისძიება იქნება გამართული ამ ქვეყანაში სხვადასხვა ფორმისა და შინაარსის თავყრილობა, მიტინგი დაარქვით, აქცია დაარქვით, ხალხმრავალი შეკრებები იქნება, - ამბობს ნიკა მელია.
4 ნოემბერი, 19:00 საათი - ოპოზიცია მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად საპროტესტო აქციებს იწყებს. პროდასავლური ძალები ორშაბათს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან. დაანონსებულია, რომ სწორედ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გააჟღერებენ პარტიები სამოქმედო გეგმას, რომელიც "ოცნებას" აიძულებს, არჩევნები რამდენიმე დღეში ხელახლა დაინიშნოს.