არჩევნების დღეს მალკევიჩი, სავარაუდოდ, "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდა - კუროპტევი
საქართველოს მთავრობას კრემლის გაბრაზება არ უნდოდა, ამიტომ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი ან შეიძლება დაეხმარნენ კიდეც - ამის შესახებ "პირველებთან" ფონდ "თავისუფალი რუსეთის" დირექტორი იგორ კუროპტევი საუბრობს.
კუროპტევის თქმით, შეუძლებელია საქართველოს სასაზღვრო პოლიციას არ სცოდნოდა, თუ ვინ იყო ალექსანდრ მალკევიჩი.
არჩევნების დღეს მალკევიჩის საქართველოში ყოფნა, "თავისუფალი რუსეთის" დირექტორისთვის იმის სავარაუდო დასტურია, რომ რუსი პროპაგანდისტი "ქართულ ოცნებას" ეხმარებოდა.
"ივანიშვილს სჭირდებოდა რუსების დახმარება პროპაგანდაში. მხოლოდ ის არ ყოფილა საქართველოში, იყვნენ პროპაგანდისტებიც და სპეცსამსახურებიც" - ამბობს კუროპტევი.
მალკევიჩი მხოლოდ პროპაგანდისტი არ არის , პოლიტიკური ტექნოლოგია, კაცი რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროპაგაბდის მანქანას ამუშავებდა, ევგენი პრიგოჟინთან დაახლოებული პირი და ტროლების ქარხანის პროექტის მმართველი, რომ ადამიანებისთვის ტვინი გამოერეცხათ. ის იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხინვალში და დაარღვია კანონი, რომ დავივიწყოთ რომ სანქცირებულია და ამერიკა ეძებს, მას მაინც არ ჰქონდა უფლება საქართველოში შემოსულიყო. საზღვარზე ყველას ამოწმებენ, შეუძლებელია სასაზღვრო პოლიციას არ სცოდნოდა ვინ იყო ის.
მალკევიჩი კრემლის ინფრასტრუქტურის ნაწილია, საქართველოს მთავრობას კრემლის გაბრაზება არ უნდოდა, ამიტომ შემოუშვეს ან შეიძლება დაეხმარნენ კიდეც.
არჩევნების დღეს რა როლი უნდა ჰქონოდა მალკევიჩს, სავარაუდოდ, ჰიბრიდული ომის და პროპაგანდის წარმოება, რომ ქართულ ოცნებას დახმარებოდა. ივანიშვილს სჭირდებოდა რუსების დახმარება პროპაგანდაში. მხოლოდ ის არ ყოფილა საქართველოში, იყვნენ პროპაგანდისტებიც და სპეცსამსახურებიც.
კრემლი არ აპირებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საშუალება მისცეს და ის მხარს უჭერს ქართულ ოცნებას", - ამბობს "პირველებთან" კუროპტევი.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
ცესკო ადასტურებს, რომ რუსი პროპაგანდისტისთვის მედია აკრედიტაცია საარჩევნო კომისიამ გასცა.
მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია.
ინფორმაციია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.