პროტესტის შემადგენელი ნაწილი იქნება კარვებიც - ნიკა ფარულავა

01.11.24 13:25
პროტესტის შემადგენელი ნაწილი იქნება კარვებიც - ნიკა ფარულავა

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ  მასშტაბური აქციების პარალელურად, ოპოზიცია კარვების გაშლასაც აანონსებს. კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ პროდასავლურ ოპოზიციას და ქართველ ხალხს სხვა გზა არ დაუტოვა. მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული. 

პროტესტი იქნება სხვადასხვა სახის და ეს პროტესტი აირჩია ხელისუფლებამ. ეს გზა არ ყო ჩვენს მიერ არჩეული თავიდანვე, ეს გზა აირჩიეს მათ, როდესაც წაგვართვეს, მათ შორის, საარჩევნო უფლება. პროტესტის შემადგენელი ნაწილი იქნება, მათ შორის, კარვები. რა, სად და როდის გაიშლება, ამ ყველაფერს უკვე პროცესში ვნახავთ, იმიტომ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი, დინამიური პროცესი, სადაც ხვალ და ზეგ რა მოხდება, არავინ იცის. ამის განჭვრეტა შეუძლებელია და ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი ფაქტი, რომ ვიღაცას ეთქვა, ამა და ამ დღეს ყველაფერი დასრულდება ან აღარ გაგრძელდება. ეს არის დინამიური პროცესი და გაგრძელება ექნება მანამ, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. ყველა იმ სცენარისთვის ვართ მზად, იმიტომ, რომ ყველა ამ სცენარისთვის ჩვენ უფლებებს გვანიჭებს ჩვენი კონსტიტუცია, - ამბობს
 

4 ნოემბერი, 19:00 საათი - ოპოზიცია მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად საპროტესტო აქციებს იწყებს. პროდასავლური ძალები ორშაბათს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.  დაანონსებულია, რომ სწორედ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან გააჟღერებენ პარტიები სამოქმედო გეგმას, რომელიც "ოცნებას" აიძულებს, არჩევნები რამდენიმე დღეში ხელახლა დაინიშნოს.