მდინარაძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს
მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ "ოცნებას" ლეგიტიმაციის პრობლემა არ აქვს და ჰელსინკის კომისია რას იტყვის ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელობა არ აქვს.
მდინარაძე ამბობს, რომ შტატებიდან მხოლოდ კრიტიკა მოდის და კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი მსჯელობა არ უნახავთ.
არანაირი, ლეგიტიმაციის პრობლემა არ გვაქვს, საერთოდ არ გვაქვს, თქვენ გინდათ, რომ ასე იყოს. ლეგიტიმაცია მისცა ქართველმა ხალხმა მის ხელისუფლებას. ჰელსინკის კომისია რას იტყვის, საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, თუ ძალიან გაინტერესებთ, პირდაპირ გეუბნებით.
მათ შორის, ჰელსინკის კომისია, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია მისცა ბაიდენის ადმინისტრაციამ ქართულ არჩევნებს, საქართველოს ხელისუფლებას, გააკრიტიკა მკაცრად, რომელიც იყო უსაფუძვლო, მაგრამ, ამის მიუხედავად, მისცა ლეგიტიმაცია,. ეს ლეგიტიმაცია აღიარა ჰელსინკის კომისიამაც. ლეგიტიმაციის მიცემის გამო გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ.
რაღაც არის ლეგიტიმაციის მიცემა, რაღაც არის კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით მსჯელობა. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობილი მსჯელობა ჩვენ ვერ ვნახეთ, ლეგიტიმაციაზე საყვედური და შეურაცხყოფა ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის ვნახეთ ჰელსინკის კომისიის მხრიდან", - განაცხადა მდინარაძემ.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ნათქვამია:
- საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა, რომლის შედეგებიც, სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას. აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას.