"წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე" - მდინარაძე მალკევიჩის სკანდალზე

01.11.24 14:15
"წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე" - მდინარაძე მალკევიჩის სკანდალზე

როგორ აღმოჩნდა რუსი პროპაგანდისტი, რომელსაც საოკუპაციო კანონი აქვს არღვეული საქართველოში? ამ კითხვას მამუკა მდინარაძე პირდაპირ ვერ პასუხობს და ამბობს, რომ "გაარკვევს".

თუ დარღვეული აქვს საოკუპაციო კანონი, წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე - აცხადებს უმრავლესობის ლიდერი

"დარწმუნებული ვარ ან არა აქვს დარღვეული [საოკუპაციო კანონი], ან შესაბამისი მონაცემები არ არსებობს. გავარკვევ, თუ ბაზებში იყო ასეთი მონაცემი და მართლაც დარღვეული აქვს, წარმოუდგენელია შემოსულიყო, რაღაცა სხვა რამეშია საქმე, როგორც სხვა შემთხვევებში.... ახლაც ტყუილი მგონია, მაგრამ შეიძლება არ არის ტყუილი, რაღაცა შეცდომა მოხდა" - ამბობს მდინარაძე.

როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც  ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა. 

ცესკო ადასტურებს, რომ რუსი პროპაგანდისტისთვის მედია აკრედიტაცია საარჩევნო კომისიამ გასცა. 

მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. 

ინფორმაციია, რომ  უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.