აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი - იგორ ნარმანია
„აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ჩართული იქნება ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი“ - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ 4 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, პროცესში ჩართულები იქნებიან, როგორც საზოგადოება და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები.
აქციები იქნება პერმანენტული და უწყვეტი ხასიათის, რაც არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული იქნება, როგორც საზოგადოება, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ისევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი.“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ