"კალაძე ბრწყინვალეა" - სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი "ოცნების" საარჩევნო მესიჯებით აღფრთოვანებულია
სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი, რომელიც "ოცნების" აქციას დაესწრო, "ოცნების" საარჩევნო მესიჯებით აღფრთოვანებულია - ალექსანდრ მალკევიჩი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ განსაკუთრებით კახა კალაძის გამოსვლით მოიხიბლა.
მალკევიჩი ასევე საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე და ამტკიცებს, რომ უკრაინა ამტკიცებს ომს მისი ქვეყნის, რუსეთის წინააღმდეგ.
"მალკევიჩი": მე მომეწონა კალაძის გამოსვლა, ის ბრწყინვალეა და კარგად მოქმედებს ხალხზე. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ დიდებული ფეხბურთელი იყო. ჩემი აზრით, მათი ლოზუნგი დამაჯერებელი და კორექტულია - "ღირსებით ევროპისკენ".
"პირველები": მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგია - "არა ომს". ომს კი თქვენი ქვეყანა აწარმოებს.
"მალკევიჩი": ომს აწარმოებენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
"პირველები": უკრაინა შემოიჭრა თქვენ ტერიტორიაზე?
თქვენ თუ საქმის კურსში არ ხართ, დიახ.
რუსმა პროპაგანდისტმა ცესკოს აკრედიტაცია პერსონალური მიმართვის საფუძველზე მიიღო - "პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი კალანდარიშვილის სახელზე წერილი პერსონალურად შევიდა.
არადა ცესკო "პირველბისადმი" გამოგზავნილ წერილში ამტკიცებდა, რომ ალექსანდრ მალკევიჩს ონლაინ აკრედიტაცია ჰქონდა მიღებული.
როგორ გადმოკვეთა საზღვარი რუსმა პროპაგანდისტმა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე დუმს. ალექსანდრ მალკევიჩს, რომელიც არჩევნების დღეს თბილისში იმყოფებოდა, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.ის 2023 წელს დროებით ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფებოდა სადაც ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევს შეხვდა.
მალკევიჩი საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდა, იმოგზაურა რეგიონებში, დაესწრო "ოცნების" აქციასაც, თუმცა მისთვის დაბრკოლება არავის შეუქმნია. და ეს ყველაფერი არ არის. ირკვევა, რომ ამერიკის ძებნილთა სიაში შეყვანილი მალკევიჩი, რომელიც ამერიკის, კანადის და ევროკავშირის მიერ სანქცირებულია, არჩევნების დღეს ცესკოს გაცემული ოფიციალური აკრედიტაციიით მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი.
ინფორმაციია, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული პროპაგანდისტული ქსელის შემქმნელი მალკევიჩი 26 ოქტომბერს თბილისში იმყოფებოდა, საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) გაავრცელა.