ცესკოს იურისტი ვერ ამბობს, რამდენ ხანს ინახავს ელექტრონული მოწყობილობა ინფორმაციას ამომრჩევლების შესახებ

01.11.24 17:27
ცესკოს იურისტი ვერ ამბობს, რამდენ ხანს ინახავს ელექტრონული მოწყობილობა ინფორმაციას ამომრჩევლების შესახებ

არსებობს თუ არა მონაცემთა ბაზების განადგურების რისკი? - ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე, ცესკოს იურისტი ვერ ამბობს, რამდენ ხანს ინახავს ელექტრონული მოწყობილობა ინფორმაციას ამომრჩევლების შესახებ.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტი "ტვ პირველთან" საუბარში აცხადებს, რომ ამომრჩევლების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია საჯაროა, ხოლო კონკრეტულად რომელმა ამომრჩეველმა ვის, სად და როდის მისცა ხმა, "ეს დაფიქსირებული ვერ იქნება".

ყველა ამომრჩეველი სადაც არის რეგისტრირებული უბნებზე, ეს არის ხელმისაწვდომი და საჯარო, ეს ყველაფერი არის ცესკოს საიტზე. ყველაფერი საჯაროა. სად, რომელ საათზე მივეცი ხმა, ეს ვერ იქნება დაფიქსირებული, რადგან თუ ჩვენ ასე სიღრმეში შევალთ, შესაძლოა შეიარაღება გახდეს. ამის კომპეტენცია არ არსებობს, რადგან ელექტრონულ აპარატებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ვის, სად და როდის მისცა, ეს დააფიქსიროს. ელექტრონულ აპარატებზე ამომრჩეველთა ბაზის ინფორმაცია რამდენი ხანი რჩება, ამის შესახებ ინფორმაცია ზუსტად არ მაქვს. კანონით რაც არის...", - ამბობს იურისტი. 

ექს-პრემიერის გუნდში ირწმუნებიან, რომ  ნადგურდება მონაცემთა ბაზები - საგანგებოდდ გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ცესკო სერვერებზე ბაზების ფალსიფიკაცია და ელექტრონულ-აპარატებზე არსებული ინფორმაციის წაშლა მიდის. ანუ არსებობს რისკი რომ წაიშალოს ბაზა, სადაც იქნება დაფიქსირებული ვინ სად და როდის მისცაა ხმა.