გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

01.11.24 18:08
გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

ამ წუთებში "ძლიერი საქართველოს" შტაბში გაერთიანებული ოპოზიცია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან.

ადგილზე ისრაელის ელჩი, NATO-ს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, ლიეტუვის ელჩის მოადგილე, ჩეხეთის ელჩი, შვეიცარიის ელჩი, ნორვეგიის ელჩი, შვედეთის ელჩი და 10-ზე მეტი დიპლომატი იმყოფება, რომლებიც "ქართული ოცნების" ოპონენტების მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით მოპოვებულ მტკიცებულებებს გაეცნობიან. 

გაერთიანებული ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად გააცნობს სამოქმედო გეგმასაც და გადასადგმელი თითოეული ნაბიჯის შესახებ დისკუსიასაც გამართავს.

ამასთან, "პირველების" ინფორმაციით, დღეს, 1 ნოემბერს, გაერთიანებულ ოპოზიციას ამერიკის საელჩოშიც ჰქონდა შეხვედრა. 

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია ერთმანეთში კონსულტაციებს განაგრძობს. ისინი დღეს "ძლიერი საქართველოს" შტაბში იყვნენ შეკრებილები, სადაც მომდევნო დღეების სტრატეგიაზე მუშაობდნენ.