"საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია" - ემიგრანტების აქცია გერმანიაში

01.11.24 18:18
"საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია" - ემიგრანტების აქცია გერმანიაში

გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პარლამენტის წინ ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

საქართველოს მოქალაქეები ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და ხმების მოპარვას აპროტესტებდნენ.

ემიგრანტები ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით იმყოფებოდნენ და ამასთან, შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტები ჰქონდათ მიტანილი - "საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეშია".