ვინ არის ალექსეი მალკევიჩი და რა მისია ჰქონდა მას საქართველოს არჩევნებზე

01.11.24 20:14
ვინ არის ალექსეი მალკევიჩი და რა მისია ჰქონდა მას საქართველოს არჩევნებზე

 

ალექსანდრ მალკევიჩი, სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი,  რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, საქართველოში ისე შემოვიდა, რომ სასაზღვრო პოლიციას მისთვის ზედმეტი კითხვებიც კი არ დაუსვამს. რუსი პროპაგანდისტი 2023 წელს ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა და დეფაქტო პრეზიდენტს შეხვდა.  ამ ვიზიტით დაარღვია საქართველოს კანონი, მაგრამ ეს დაბრკოლება არ აღმოჩნდა, რომ ჯერ ქვეყანაში შემოეშვათ, შემდეგ თბილისში, მცხეთასა და გორში თავისუფლად ევლო.  

მალკევიჩი ამერიკის, ევროკავშირის, კანადის მიერ სანქცირებულია. ძებნაშია ამერიკასა და უკრაინაში. მის მიმართ მთავარი ბრალდება არჩევნებში რუსეთის სასარგებლოდ ჩარევაა. სწორედ ეს კაცი საქართველოში გადამწყვეტ არჩევნებზე ჩამოვიდა. "პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც მტკიცებულებაა, რომ ალექსანდრ მალკევიჩმა ცესკოს აკრედიტაცია პერსონალური წერილის საფუძველზე მიიღო. НТВ-ს წერილში მხოლოდ მისი გვარი ეწერაю მალკევიჩი იყო "ქართული ოცნების" აქციაზეც და ივანიშვილის გუნდით აღფრთოვანებულია.

როგორ შემოვიდა საქართველოში სანქცირებული პროპაგანდისტი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია? შინაგან საქმეთა სამინისტრო მეორე დღეა დუმს. ფონდ "თავისუფალი რუსეთის" ხელმძღვანელი პირველებს უყვება, რომ ეს ივანიშვილის გუნდის ნებართვით მოხდა. მალკევიჩთან ერთად კი ქვეყანაში სხვა პროპაგანდისტები და სპეცსამსაურების თანამშრომლებიც შემოვიდნენ. მთავარი მისია "ოცნების" პროპგანდაში დახმარება იყო.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები