გაერთიანებული ოპოზიცია ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს", კოალიცია "ცვლილებისთვის" და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ.
პარტიათაშორისი ჯგუფის წევრებმა მისიის წარმომადგენლებს არჩევნების გაყალბების შესახებ ანგარიშის დეტალები გააცნეს, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევით მომზადდა და დეტალურად აღწერს იმ დარღვევებს, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე ჰქონდა ადგილი.
ამასთან, შეხვედრაზე ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა ეუთოს წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს ის პოლიტიკური და გეოპოლიტიკური შედეგები, რაც არჩევნების გაყალბებას მოჰყვა.