"ასე EU-ში ვერ შეხვალთ" - "ოცნების" ხელისუფლების ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთი არ აღიარებს

01.11.24 20:24
"ასე EU-ში ვერ შეხვალთ" - "ოცნების" ხელისუფლების ჩატარებულ არჩევნებს დასავლეთი არ აღიარებს

არჩევნებიდან 6 დღე და 6 განცხადება ჰელსინკის კომისიისგან - შეერთებული შტატების კონგრესში შემავალი საგანგებო კომისია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებებს იცავს, "ქართულ ოცნებას" პრობლემური არჩევნების ჩატარებასა და დემოკრატიის ჩამოშლაში ადანაშაულებს. შეერთებულმა შტატებმა "ოცნების" ხელისუფლებას ავტოკრატიული უკვე უწოდა, არჩევნების შედეგების ზემოქმედების შემდეგ კი ჰელსინკის კომისია ამბობს, რომ მათ ავტორიტარული ტექნოლოგიები დახვეწეს, რამაც არჩევნების ლეგიტიმაციას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

"ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს არცერთი ქვეყანა და ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ აღიარებს. ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი, რომელიც თბილისში არჩევნებზე დასაკვირვებლად დიდი გუნდით ჩამოვიდა, ამბობს, რომ არჩევნები ხარვეზიანია. დენიელ ტვინინგი "ოცნებას" აფრთხილებს, რომ ასეთი არჩევნებით ევროკავირში საქართველოს გაწევრიანება შეუძლებელია.

მსოფლიოს მასშტაბით არ დარჩენილა არცერთი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ივანიშვილის გუნდს არჩევენების დარღვევების გამოძიებას არ სთხოვს. არ დაადგეთ ბელორუსიის გზას - პრეზიდენტი ზელენსკის გუნდი "ოცნების" ხელისუფლებას ეუბნება, რომ მათ არჩევენები რუსული სტილით ჩაატარეს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძს რეპორტაჟში.