პროდასავლური ოპოზიცია ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე გადადის - პროცესები ქუჩაში ინაცვლებს
4 ნოემბერი, 19:00 საათი, რუსთაველის გამზირი - მოპარული ხმების დასაბრუნებლად დაწყებული ბრძოლა გადამწყვეტ ეტაპზე გადადის. პროდასავლური პარტიების ერთობლივი გეგმა ცნობილია - უწყვეტი აქციები ქვეყანაში, რომელიც შედეგზე უნდა იყოს ირიენტირებული. დედაქალაქის ცენტრში ელოდებიან ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მათი ხმები მოიპარა.
პროტესტის შემადგენელი ნაწილი იქნება კარვებიც. გეგმა, რომელიც პროდასავლურმა პარტიებმა გაყალებებული არჩევენების წინააღმდეგ მოამზადა, უკვე ცნობილია დიპლომატიური მისიებითვისაც. პროდასავლური ოპოზიციის შტაბში ელჩებთან გაფართოებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოპოზიციამ დიპლომატებს ასევე საარჩევნო პროცესის დროს გამოვლენილი დარღვევების შესახებ მტკიცებულებები აჩვენეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.