"წარვადგინეთ გაყალბების სამხილები" - გაერთიანებულ ოპოზიციასა და დიპლომატიურ კორპუსს შორის შეხვედრა დასრულდა
გაერთიანებულ ოპოზიციასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრიდან გამოსულმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა, რომ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა მოპოვებული მტკიცებულებები იყო.
კერძოდ, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს ხელისუფლების ოპონენტებმა ის კონკრეტული დოკუმენტები წარუდგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
ერთ- ერთი მთავარი მიზანი დიპკორპუსთან შეხვედრის იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც ოპოზიცურ ფრონტზეა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ჩვენ წარმოავდგენთ საქართველოს მოქლაქეთა ურმავლესობას , რომლებმაც დააფიქსირეს ევროპული არჩევანი. ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩვენების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს, “ქართული ოცნების“ სახით.
არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომლის ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას, ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შემდეგ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს - ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური მნიშვნელოვანი ნაწილი ხანგრძლივი , განგრძობადი, მიზანმიმართული დაშ ედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები, საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
რა პოზიციებიც აქვთ საერთაშორისო პარტნიორებს, ეს მათი განცხადებებიდან სრულიად ცხადია“,-განაცხადა ბოკუჩავამ.