პრეზიდენტმა შტაინმაიერმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნების შედეგების გადახედვისკენ მოუწოდა
სალომე ზურაბიშვილსა და გერმანიის პრეზიდენტს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დეტალები ცნობილია.
როგორც ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სპიკერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, გერმანიის მთავარსარდალმა საქართველოს პრეზიდენტთან ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო შეშფოთება გამოხატა.
ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო არჩევნების შედეგების გადახედვისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტი შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოში შემქნილი სიტუაციის გამო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამჭვირვალე და სრული გადახედვისკენ მოუწოდა", - წერს პრეზიდენტის სპიკერი.