ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს "პროგრესს აჩვენებს", გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით - ლიეტუვის ელჩი

01.11.24 19:56
ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში საქართველოს "პროგრესს აჩვენებს", გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით - ლიეტუვის ელჩი

"მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს "პროგრესს აჩვენებს", გულწრფელად გირჩევთ - ვარდისფერი სათვალე მოიხსენით" - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, დარიუს ვიტკაუსკასი X-ზე წერს. 

როგორც დიპლომატი აღნიშნავს, ქვეყანას ამ დროის განმავლობაში პროგრესი არ განუცდია. 

მათთვის, ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის გაფართოების ბოლო ანგარიში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე „პროგრესს აჩვენებს“, გულწრფელად გირჩევთ - „ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, როდესაც მას [ანგარიშს] კითხულობთ“. პროგრესი არ არის, ჩიხია, უწყვეტი ჩიხია, რეგრესი თუ არა,” - წერს ვიტკაუსკასი.