საქართველოში ჩატარებული არჩევნები - BBC HarrisX-ისა და Edison Research-ის შეფასებებზე წერს
გავლენიანი მედიასაშუალება BBC ორ ამერიკულ ორგანიზაციაზე, HarrisX-სა და Edison Research-ზე დაყრდნობით წერს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების ლოგიკური ახსნა შეუძლებელია.
როგორც საერთაშორისო გამოცემა წერს, ქართველმა დამკვირვებლებმა ხმის მიცემისას არაერთი დარღვევა, მათ შორის, ამომრჩევლების მოსყიდვის, არჩევნების წინ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების ჩამორთმევის ფაქტები დააფიქსირეს.
ამასთან, BBC წერს, რომ "ქართული ოცნების" მტკიცებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, თუმცა მმართველი პარტია "რამდენიმე" საარჩევნო უბანზე დარღვევებს აღიარებს.
Edison Research-ისა და HarrisX-ის შეფასებები ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიზანს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევენ, ხელს შეუწყობს", - წერს BBC.