ჩვენთვის საერთაშორისო გამოძიება მნიშვნელოვანია და ამ მოთხოვნას ვაყენებთ - დოლიძე
"ჩვენთვის საერთაშორისო გამოძიება მნიშვნელოვანია და ამ მოთხოვნას ვაყენებთ" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე "ტვ პირველის" ეთერში საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო გამოძიებისთვის მტკიცებულებები, მოწმეებთან საუბარი და გაყალბების სქემის მოკვლევა უმთავრესია.
ამასთან, ანა დოლიძისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, თუ რა მდგომარეობაშია ვერიფიკაციის და ხმის მიცემის ელექტრონული აპარატები, რომლებიც ამომრჩევლის შესახებ საჭირო ინფორმაციას ინახავს.
"ვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, გამოაქვეყნოს მტკიცებულებები" - მოუწოდებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი კალანდარიშვილის უწყებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება და ამ მოთხოვნას რახანია ვაყენებთ, ოღონდ რის საფუძველზე. ჯერ შიგნით ჩავატარეთ სერიოზული კვლევა, ეს იყო დიდი ჯგუფი ყველა პარტიის. მოვიკვლიეთ სქემა, თუ როგორ მოხდა გაყალბება და მეორე, მოწმეებთან საუბარი და მტკიცებულებების შენახვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა კიდევ ის ტექნოლოგია, ან რა მდგომარეობაშია, რომელიც უნდა იყოს ცესკოში შენახული. საუბარია ვერიფიკაციის აპარატებსა და ხმის მიმცემ აპარატებზე", - ამბობს ანა დოლიძე.