"არალეგიტიმურ პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნება" - დოლიძე

01.11.24 22:15
"არალეგიტიმურ პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნება" - დოლიძე

ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, რის გამოც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. 

"არალეგიტიმურ პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნება" - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში.

ამასთან, ანა დოლიძე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის ერთ-ერთ მთავარ გზად ხელახალი არჩევნების დანიშვნას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ყველა მშვიდობიან და კანონიერ ფორმას გამოიყენებს, რათა მთავარ მიზანს მიაღწიოს. 

არალეგიტიმურ პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნება. როგორ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია? "ქართული ოცნება" იქ მარტო იქნება. არის ერთი სცენარი, რომ მაგალითად, "ქართული ოცნება" შიგნიდან გაიყოს და შექმნას სატელიტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ხომ არალეგიტიმური იქნება. ჩვენ დღეს ვიბრძვით, რომ არჩევნები იყოს არაღიარებული და ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ჰქონდეს. ახალი არჩევნები ამ სიტუაციიდან არის გამოსავალი", - ამბობს ანა დოლიძე.