ჰადადი: "ქართული ოცნების" არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ზიანის მომტანი იქნება"

01.11.24 22:22
ჰადადი: "ქართული ოცნების" არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ზიანის მომტანი იქნება"

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადიმ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ""ქართული ოცნების" არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის ზიანის მომტანი იქნება".

ენჟამინ ჰადადმა ასევე აღნიშნა, რომ "დამკვირვებლებმა ძალიან ცხადად თქვეს: ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები".

ცხადად უნდა ვთქვათ, საქართველო გასული წლიდან არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ამას მოჰყვება მოთხოვნები და ვალდებულებები კანონის უზენაესობასთან და არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ არალიბერალური გადახრის გაგრძელება ქვეყნის ევროპული პერსპექტივისთვის, რომელიც [საქართველოს] მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, ზიანის მომტანი იქნება“, - განაცხადა ჰადადმა.