ევროპის კარი, პირველ რიგში, იმათი ხელით იხურება, ვინც ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა - იუკნევიჩიანე

02.11.24 13:49
ევროპის კარი, პირველ რიგში, იმათი ხელით იხურება, ვინც ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა - იუკნევიჩიანე

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრიუსელიდან განცხადებები არ წყდება - ამჯერად ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ "ამერიკის ხმას" ინტერვიუ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანე მისცა. 

ევროპარლამენტარის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი სწორედ ქართველების ხელით იხურება.

"პირველ რიგში, მათი ხელით იხურება, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა ის საშინელება ჩაიდინა, რომლითაც ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა" - ამბობს რასა იუკნევიჩიანე "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში. 

დიახ, [ევროპის] კარი იხურება, მაგრამ ეს თავად ქართველების ხელით ხდება. იმათი ხელით, ვინც "ქართულ ოცნებას" ხმა მისცა, მაგრამ პირველ რიგში მათი ხელით, ვინც არჩევნებზე მანიპულაცია მოახდინა და ის თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩაატარა და ჩაიდინა ის საშინელება, რომ საკუთარი ძალის გამოყენებით, ქართველი ხალხისგან არჩევნები მოიპარა",- ამბობს ევროპარლამენტარი.