გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს ხვდება

02.11.24 15:11
გაერთიანებული ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთმანეთს ხვდება

ამ წუთებში გაერთიანებულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის აუდიენცია კოალიცია "ცვლილებებისთვის" შტაბში იმართება. 

ხელოვანებმა, სტუდენტებმა, აქტივისტებმა სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გააცნონ პოლიტიკოსებს საკუთარი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯების გადადგმით აპირებენ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას. 

როგორც კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების ვალდებულებაც არის. 

ქვეყნის მართვის სადავეების დაბრუნება არის არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების, არამედ საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, გავლენის ცენტრების და ა.შ. ყველას უფლება და ვალდებულებაც. პოლიტიკური სპექტრი ოდნავ უკან არის, ვიდრე საზოგადოება, ამიტომ გვჭირდება კრიტიკული დამოკიდებულება და ამის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები", - ამბობს ნიკა გვარამია.