სკანდალური მხილება გახარიას გუნდისგან - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება

02.11.24 15:23
სკანდალური მხილება გახარიას გუნდისგან - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება

სკანდალური მხილება გახარიას გუნდისგან - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება. გია ვოლსკი ამბობს, რომ საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი, ვინ გადაიღო გახარიასა და აირაის წარმომადგენლის შეხვედრის ამსახველი ფოტო. "ოცნებაში" უფრო მეტად ფაქტი აინტერესებთ.

ტურისტმა არა შპიონმა გადაიღო, რეებს იგონებს - ამბობს გია ვოლსკი. 

ვინ გადაიღო და როგორ გადაიღო არის მეათე საკითხი და მეორე, ნამდვილად ფაქტი არ არის, რომ რუსმა გადაიღო, ჩრდილოკორეელმა გადაიღო, იდნოელმა თუ ამერიკელმა. ტურისტი, რომელიც შეიძლება სადღაც იმყოფება და სააკაშვილის და გახარიას შეხვედრას იღებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შეხვედრა არ შემდგარა. თვითონ ფაქტია აქ მნიშვნელოვანი. სისულელეებს იგონებს. ტურისტმა არა შპიონმა გადაიღო.  რეებს იგონებს. შეხვდა, შეხვედრის ფაქტი თუ ეთაკილება, თქვას რომ მეთაკილება, რატომ გამოქვეყნდა. რა მოხდა მერე, თუ აირაის ხელმძღვანელს შეხვდა, მაგრამ ეტყობა რაღაცაშია საქმე. ფაქტია, რომ საქართველოს არასდროს არ დაურღვევია არცერთი კანონი და არცერთი შეთანხმება, არცერთ ქვეყანასთან.  არც რუსეთს გამოუყენებია საქართველოს ტერიტორია აქ სასეირნოდ ან სანქციების გვერდის ასავლელად ან მითუმეტეს კონსპირაციული ჯგუფების გამოსაგზავნად", - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

გიორგი გახარიას გუნდი ირწმუნება, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსებსა და სადამკვივრვებლო მისიებზე ფარული მეთვალყურეობა მიდიოდა. 

კახა ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ ე.წ. ოპერატიული თანამშრომლები რუსეთიდან შემოვიდნენ. მისი თქმით,  სწორედ რუსმა წყვილმა გადაიღო გიორგი გახარიასა და "აირაის" მისიის წარმომადგენლის შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელიც შემდეგ სამთავრობო მედიაში გავრცელდა. ექს-პრემიერის პარტია ახლა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებას ელოდება. სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმილის რეჟიმში არიან.