"ვგმობთ საარჩევნო გადატრიალებას საქართველოში" - მოქალაქეები მსოფლიო ლიდერებს პეტიციით მიმართავენ

02.11.24 17:24
"ვგმობთ საარჩევნო გადატრიალებას საქართველოში" - მოქალაქეები მსოფლიო ლიდერებს პეტიციით მიმართავენ

საქართველოს მოქალაქეების მსოფლიო ლიდერებს დახმარების თხოვნით მიმართავენ. "ვგმობთ საარჩევნო გადატრიალებას საქართველოში" - ამ შინაარსის პეტიცია უკვე გამოქვეყნებულია

დოკუმენტზე ხელმომწერი ადამიანები ამერიკის და ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებისგან მკაცრ რეაგირებას ითხოვენ. მოქალაქეები სტრატეგიულ პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ მიტაცებული არჩევნების შედეგები არ აღიარონ. 

ღია წერილი ევროპის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებსა და მთავრობათა მეთაურებს.

ჩვენ ვგმობთ საარჩევნო გადატრიალებას საქართველოში! არაერთი პიროვნება გმობს მასიურ გაყალბებებს და მოუწოდებს დასავლეთის მთავრობებს არ აღიარონ საქართველოს არჩევნების შედეგები.

საქართველოსთვის ამ არჩევნებზე ფსონები იდო ეგზისტენციალურ არჩევანს შორის - ევროპულ მომავალსა და "რუსულ" გზას შორის, რომელსაც მმართველი პარტია ხელმძღვანელობს. 

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი დაშინებითა და გაყალბების მექანიზმების სიმრავლით, რომლის მასშტაბებმა სერიოზულად შეცვალა შედეგები. გამოავლინდა სისტემა, რომელიც ორგანიზებული და დაგეგმილი იყო პრორუსული მთავრობის მიერ, რომლის მიზანიც ძალაუფლების შენარჩუნება იყო...

გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ქართულ დემოკრატიულ მოძრაობას ოლიგარქ ივანიშვილზე ზეწოლის გზით.

ევროპული მომავალი საქართველოშიც სასწორზეა!", - წერია განცხადებაში.