გაერთიანებული ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

02.11.24 17:14
გაერთიანებული ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებას შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა?

გაერთიანებულ ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა - სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დეტალურად გააცნეს საკუთარი ხედვა, თუ როგორ აპირებენ მიტაცებული ხმების უკან დაბრუნებას.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მედიასთან განაცხადა, ხალხში შემართება და მოქმედების სურვილი დიდია. რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, სამოქმედო ნაბიჯები 4 ნოემბერს, 19:00 საათზე გახდება ცნობილი. 

იმ კონკრეტულ გამოვლენილ და დადგენილ ფაქტებთან ერთად, რომელიც მეტყველებს არჩევნების გაყალბებაზე, ჩვენ გვაქვს მოქმედების ვალდებულება. ეს მოქმედების ვალდებულება არის ქუჩის პროტესტი. ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა. ხალხში არის წარმოუდგენელი მზაობა, შემართება, მოქმედების სურვილი. ჩვენ ვისაუბრეთ კონკრეტულ ფორმებზე, სცენარებზე, თუ როგორ იქნება შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი", - ამბობს ელენე ხოშტარია.