ექსკლუზივი: "ქართლი ოცნების" ქოლცენტრები - როგორ მოიპარეს არჩევნები? (მტკიცებულებები)

02.11.24 21:17
ექსკლუზივი: "ქართლი ოცნების" ქოლცენტრები - როგორ მოიპარეს არჩევნები? (მტკიცებულებები)

"ქართული ოცნების" ქოლ-ცენტრები - "ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება. 

"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მმართველი პარტიის შიდა მიმოწერები, ხმოვანი შეტყობინები და სხვადასხვა ფორმატის ფაილები მოიპოვა.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ “ქართული ოცნება” თითოეულ საარჩევნო უბანზე მიბმული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს. 

ირკვევა ისიც, რომ მმართველი პარტიის ქოლ-ცენტრები საარჩევნო უბნებთან ახლოს მდებარეობდა. მაგალითად, ჩუღურეთში საჯარო სკოლის დირექტორის კაბინეტში, ან სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოში.

"ნოდარ მელაძის" შაბათის მიერ მოპოვებული სკანდალური ჩანაწერების მიხედვით, დგინდება ისიც, რომ არჩევნების დღეს "ქართული ოცნება" პანიკაში იყო, რადგან მმართველი პარტია იმ ხმების ნახევარსაც კი ვერ აგროვებდა, რაც უნდოდა და წინასწარ აღრიცხული ჰქონდა. 

"ოცნების" კაპიტნები: 

თითოეულ  ქოლ-ცენტრს ე.წ. კაპიტანიხელმძღვანელობდა.  თითო ქოლ-ცენტრში, მინიმუმ 4 ადამიანი მუშაობდა:  პარტიის დანიშნული კაპიტანი, კომპიუტერის ოპერატორი და ტელეფონის ორი ოპერატორი.

პარტიული კაპიტნის წოდება ჰქონდა ხალხს, ვისაც ამომრჩეველი უნდა ეიძულებინა, ხმა "ქართული ოცნებისთვის" მიეცა, შემდეგ კი პარტიისთვის ეპატაკა, რომ დავალება შეასრულა.

  • "შაბათის ეთერის" მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით, "ოცნების" ერთ-ერთი კაპიტანი ცნობილი ადვოკატი, ლექსო კობაიძეა. გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქოლცენტრი, რომელიც მას ჩააბარეს, მისსავე მისამართზე, მარჯანიშვილის 16 ნომერშია გაფორმებული. 

ვინ არის პასუხისმგებელი პირი?!

  • "ქართულმა ოცნებამ" სავარაუდოდ,  ქვეყანაში ხმის უფლების მქონე ყველა სრულწლოვანი მოქალაქე დანომრა და მათ უნიკალური კოდი მიანიჭა. თითოეული მოქალაქის ხმის მისაღებად ან გადასაბირებლად კი  მათთვის სანდო ხალხი გამოყვეს. პასუხიმსგებელი პირი ვალდებული იყო, ყველაფრის ფასად, მოეხერხებინა, რომ ამ მოქალაქეს ხმა ქართული ოცნებისთვის მიეცა.  
  • "შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" კაპიტნებს აძლევდა ამომრჩევლის სიას. იქ მითითებული იყო პასუხისმგებელი პირი, ვინც იყო გარანტორი, რომ ეს მოქალაქე ხმას აუცილებლად მმარტველ პარტიას მისცემდა.
  • ე.წ. პასუხისმგებელი პირი წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით ამოწმებდა "ოცნების" ამომრჩევლის მისვლას უბნებზე.
  • იმ შემთხვევაში თუ ვინმე კონკრეტული დროის მონაკვეთში საარჩევნო უბანზე არ იყო მისული, ამ ინფორმაციასაც აწვდიდა ქოლცენტრს, საიდანაც სავარაუდოდ ასეთ ადამიანებს უკავშირდებოდნენ. 

ამასთან, "შაბათის ეთერის" ხელშია პროგრამაც, რომლითაც "ოცნების" ქოლცენტრი მუშაობდა.  (ირკვევა, რომ ჯამში სისტემაში მთელი საქართველოდან, დაახლოებით 6000 კაპიტანი იყო რეგისტრირებული).

  • მეტი უსაფრთხოებისთვის, პარტიის კაპიტანს სისტემაში შესასვლელად შეჰყავდა პირადი ნომერი,  შემდეგ კი მათ მობილურ ტელეფონზე მიდიოდა სმს კოდი, რომელიც მხოლოდ 30 წამის განმავლობაში იყო აქტიური. პროგრამაში შესულ ქოლ ცენტრის ოპერატორს შეჰყავდა არჩევნებზე მისული იმ მოქალაქეების მონაცემები, ვინც ხმა 41-ს მისცა.

 ქართლი ოცნების ქოლცენტრები - ყველა დეტალი მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები