უილსონი: აშშ-მა ბოლოს და ბოლოს უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთის მარიონეტ ივანიშვილს
აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ბიძინა ივანიშვილს “რუსეთის მარიონეტს” უწოდებს და მის დასანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
კონგრესმენი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას ითხოვს:
მისი თქმით, რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოსგან დიქტატურას ქმნის
რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოსგან დიქტატურას ქმნის, მაშინ როცა პუტინთან ხელიხელ ჩაკიდებული მუშაობს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლოს და ბოლოს უნდა დაუწესოს სანქციები [ივანიშვილს], როგორც ამას ვითხოვდით მე და მაიკ ჯონსონი უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში"- წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენიმ ჯო უილსონი X-ზე.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეა. სწორედ მის მიერაა მომზადებული ე.წ. მეგობარი აქტი.
დოკუმენტი საქართველოს მხარდაჭერას ითვალისწინებს, თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი მოთხოვნილია ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირება.