ჟურნალისტური გამოძიება - ძველი ბიჭების დამკვირვებლებად დარეგისტრირების ამბავი

02.11.24 22:13
ჟურნალისტური გამოძიება - ძველი ბიჭების დამკვირვებლებად დარეგისტრირების ამბავი

რა ხდებოდა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე? - "ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, "ქართული ოცნებისთვის" მაშველი რგოლი ამ არჩევნებზე, რამდენიმე. ე.წ. გონგო,  ანუ მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია აღმოჩნდა. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების წყაროს ცნობით,  მათ შორის ადვოკატ გრიგოლ გაგნიძის და მისი მეუღლის დაფუძნებული ორი ორგანიზაცია იყო.

ოფიციალური ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო აჩევნებს გრიგოლ გაგნიძის და მისი ცოლის, ეკა აგლაძის ორი ორგანიზაცია ჯამში  5146  ადამიანთ აკვირდებოდა. "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ამ დამკვირვებლების დიდი ნაწილი,  პარტია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ე.წ. უბნის მაყურებელი იყო. 

„პოლიტიკის და სამართლის ობსერვერის" დამკვირვებლის სტატუსი "ქართული ოცნების" ქუჩის დაჯგუფებას, საშუალებას აძლევდა ამომრჩეველი არა მხოლოდ საარჩევნო უბანთან, არამედ უბანზეც დაეშინებინა. 

"შაბათის ეთერისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, სქემა ასე მუშაობდა -  არჩევნების დღეს, "ქართლი ოცების" გაგზავნილი ქუჩის დაჯგუფება, საარჩევნო უბნის შესასვლელში იყო დაბანაკებული.  

ისინი ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლებს აკონტროლებდნენ, თუ ეჭვი ჰქონდათ, რომ მისული ახალგაზრდა, ხმას "ქართულ ოცნებას" არ აძლევდა, უბანზე არ უშვებდნენ.

"ქართული ოცნების" ქუჩის დაჯგუფებიდან, მინიმუმ ერთს, ჰქონდა, დამკვირვებლის სტატუსი. რაც უფლებას აძლევდა საარჩევნო უბანზე შესულიყო და მის მიცემის პროცესს დასწრებოდა.  

კდრებით დადასტურებულია, რომ 26 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან  გრიგოლ გაგნიძის და მისი ცოლის კუთვნილი ორგანიზაციის წარმომდგენლები იყვნენ ყველგან, სადაც მმართველ პარტიას  არეულობა და ამომრჩევლის დაშინება  სჭირდებოდა.

  • ვიდეომასალით და დამკვირვებელთა მონათხრობით დგინდება ისიც, რომ დამკვირვებლის ფორმაში გადაცმულ აგენტურას უბანზე ხელოვნურად არეულობის მოსაწყობად იყენებდნენ, ამ დროს ყველას ყურადღება კონფლიქტზე გადადიოდა ამ მომენტით კი რეგისტრატორები სარგებლობდნენ ხმის მიცემის უფლებას აძლევდნენ მეორე და მესამედ, სხვისი პირადობის მოწმობით მისულ ხალხს. 

ძველი ბიჭების დამკვირვებლებად დარეგისტრირების ამბავი - მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი