როგორ გადაიქცნენ ქართული ოცნების ჩინოვნიკები ხაშურელ ქალ მეწარმეებად?

02.11.24 22:40
როგორ გადაიქცნენ ქართული ოცნების ჩინოვნიკები ხაშურელ ქალ მეწარმეებად?

როგორ გადაიქცნენ ქართული ოცნების ჩინოვნიკები ხაშურელ ქალ მეწარმეებად? - „ხაშურის ქალ მეწარმეთა გაერთიანება"  ერთ-ერთი იყო იმ ორგანიზაციებს შორის, რომლის ე.წ. ბეიჯით არჩევნებს კონკრეტული პირები, მათ შორის საჯარო მოხელეებიც იმყოფებოდნენ. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ასე მოხდა კრწანისის გამგებლის შემთხვევაშიც. 

დოკუმენტების მიხედვით, ბექა მიქაუტაძე "ხაშურის ქალ მეწარმეთა გაერთიანებაში" არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გაწევრიანდა.  თუ მისი აკრედიტაციით ვიმსჯელებთ, მან   გადამზადებაც გაიარა. 

სამოქალაქო აქტივისტები ამტკიცებენ, რომ კრწანისი გამგებელთან ერთად არჩევნებს ხაშურელი მეწამე ქალების სახელით, აკვირდებოდა „პაწა“, ის პარლამენტის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. 

საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იყო რეგისტრირებული ორგანიზაცია „ხონის დევნილთა კავშირიც“ ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო,  რომელიც აგენტების რეესტრში დარეგისტრირდა და ივანიშვილის რუსულ კანონი აღიარა.  არსებობს  არაერთი ვიდეო მასალა, სადაც ამ ორგანიზაციის აკრედიტაციით აღჭურვილი პირები საარჩევნო უბნებზე დაპირების პროვოცირებას იწყებენ.

ყველა დეტალი მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში