ექსპერტი: 26 ოქტომბერს ქართული ოცნება ყოველ 15 წუთში 2 ხმას იპარავდა
26 ოქტომბერს ქართული ოცნება ყოველ 15 წუთში 2 ხმას იპარავდა - ამის შესახებ "შაბათის ეთერს" ექსპერტმა ვანო კეჭაყმაძემ განუცხადა. ანალიზზე დაყრდნობით ექსპერტი "ტვ პირველს" ეუბნება, რომ თუ ეგზიტპოლებს დავუჯერებთ, მმართველმა პარტიამ თითო უბნიდან დაახლოებით 95 ხმა წაიღო.
"თუ ეგზიტპოლებს დავუჯერებთ, ყოველ 15 წუთში 2-3 ბიულეტენი (მოიპარეს). ეს ჩაყრილი ხმებია"- ამბობს ის.
ცესკოს ოფიციალური შედეგებით, ქართულ ოცნებას მხარი ამომრჩეველთა 54%-მა დაუჭირა.
ცესკო ამტკიცებს, რომ ხმები კი ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ - 53.931%;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11.035%;
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 10.167%;
- „ძლიერი საქართველო“ - 8.81%;
- „გახარია საქართველოსთვის“ - 7.768%.
ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.