მელაძის შაბათის საგამოძიებო გადაცემაში ვნახეთ სრული სურათი იმ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის, რომელიც „ოცნებამ“ ჩაატარა - გიორგი ვაშაძე

03.11.24 12:12
მელაძის შაბათის საგამოძიებო გადაცემაში ვნახეთ სრული სურათი იმ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის, რომელიც „ოცნებამ“ ჩაატარა - გიორგი ვაშაძე

ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო გადაცემაში ვნახეთ სრული სურათი იმ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის და იმ სპეცოპერაციის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რეპორტაჟში ნაჩვენებმა მტკიცებულებებმა, ცხადყო, რომ ეს არა არჩევნები, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სპეცოპერაცია იყო. 

გიორგი ვაშაძე ასევე საერთაშაორისო გამოძიების და ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობს.

ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო გადაცემაში ვნახეთ სრული სურათი იმ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის და იმ სპეცოპერაციის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. სპეცოპერაციის, რომელსაც სახელად ქვია - ყალბი არჩევნები. ჩვენ ვნახეთ როგორ იყენებდა „ქართული ოცნება“ ფარულობის დარღვევას ტოტალური კონტროლისთვის. ვნახეთ, როგორ ატრიალებდა კარუსელს „ოცნება“. ვნახეთ სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები, პირადი ნომრებით უცხოეთში მცხოვრები ადამიანების ნაცვლად ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართულები არიან ე.წ რეგისტრატორები კომისიის წევრების სახით და ის ვითომ პროფესიული ნიშნით დანიშნული სუს-ის მიერ შერჩეული ადამიანები, რომლებიც ამ სქემის საკვანძო ფიგურები არიან. ჩვენ ვნახეთ, როგორ ჰქონდათ უკანონოდ აწყობილი ქოლ-ცენტრები და პირდაპირ როგორ ძალადობდნენ ადამიანებზე ამ ქოლ-ცენტრებიდან. ვნახეთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ვერც კი უარყოფენ, რომ ჩართულები იყვნენ ამ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ სქემაში.

სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო არჩევნები - ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. მათ [ოცნებამ“] კარგად იციან, რომ ეს არის ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარებული არჩევნები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომლის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ვითხოვთ ახლიდან ჩატარებას. ოღონდ არა იმ წესებით, რომელმაც ეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სისტემა ჩამოაყალიბა, არამედ ახალი წესებით, რომელიც თითოეული ადამიანის ხმის დაცვის გარანტი იქნება.

ორშაბათს, 19:00 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე, რომ სწორედ ეს გავაპროტესტოთ - სისტემური დანაშაული, რომელსაც „ოცნება“ არჩევნებს უწოდებს, - განაცხადა ვაშაძემ.