არჩევნებმა დამატებითი შეშფოთება გამოიწვია, არ არის მიზანშენოწილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს - ამერიკელი ამაღალჩინოსანი

03.11.24 12:24
არჩევნებმა დამატებითი შეშფოთება გამოიწვია, არ არის მიზანშენოწილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს - ამერიკელი ამაღალჩინოსანი

ბაიდენის ადმინისტრაცია "ქართულ ოცნებას" 26-ი ოქტომბრის არჩევნების გამოძიებისკენ მოუწოდებს. შტატების ოფიციალური პირი, ანონიმურობის დაცვით, "ამერიკის ხმას" ეუბნება, რომ ამერიკა, საქართველოში ჩატარებული არჩევნებით შეშფოთებულია და ობიექტური გამოძიება არა სასურველი, არამედ აუცილებელია.

არჩევნებმა „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობის მიღმა, დამატებითი შეშფოთების მთელი რიგი გამოიწვია. ადმინისტრაციული რესურსების ამდენი არასწორად გამოყენების და როგორც საერთაშორისო დამკვირვებლები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ამბობენ, ამომრჩევლის დაშინებისა და იძულების შემთხვევები გამო. ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი საკმაოდ მკაცრი იყო შეფასებაში თუ რამდენად პრობლემურად ჩატარდა არჩევნები. იმისთვის, რომ გამოძიება მიუკერძოებელი იყოს, საქართველოს მთავრობამ ის მიუკერძოებელი მექანიზმით უნდა ჩაატაროს. შესაძლოა, საერთაშორისო მექანიზმით ან ისეთი მექანიზმით, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, ან ჯგუფები, რომლებიც მოიცავს სხვა პოლიტიკურ ძალებს, რათა გამოიძიონ ზოგიერთი საკითხი, რადგან თუ ამ დარღვევებზე პასუხისმგებელია მმართველი პარტია, არ არის მიზანშენოწილი, გამოძიება თავად მმართველმა პარტიამ წარმართოს. მე კონკრეტული მქანიზმი მხდეველობაში არ მაქვს, მაგრამ ვიტყვი, რომ არჩევნებისადმი ნდობისთვის გამოძების მიუკერძებელი მექანიზმის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, - ამბობს 

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის და ნატოში გაწევრიანების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ პარტნიორების ნდობის მოსაპოვებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და ასევე, უკან წაიღოს რუსული კანონიც. 

რაც ჩვენ ვნახეთ, არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, დაშინების და იძულების შემთხვევებით. ეს იმედგამაცრუებელია. ეს ოითხოვს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, არა მხოლოდ აშშ-მ, არამედ ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ევროპაშ, ერთობლივად შეაფასონ, რა ნაბიჯებს გადავდგამთ და ასევე შევაფასოთ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ქვეყანამ შეიძლება გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა. არსებობს მნიშვნელოვანი შეშფოთება და ვფიქრობ, საქართველოს მთავრობის მოვალეობაა, გადადგას ძალიან კონკრეტული ნაბიჯები ამ შეშფოთების გასაქარწყლებლად. ერთ-ერთი მათგანი არის „უცხოური გავოლენის კანონის“ უკან წაღება და კიდევ ერთი, დაუყოვნებლივ დიალოგის დაწყება საქართველოს სხვა პოლიტიკურ პარტიებტან, რათა აღდგეს არჩევნებისადმი ნდობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ არჩევნების კონტექსტში, ეს არა სასურველი, არამედ აუცილებელია, - ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.