არასდროს შევეგუებით, რომ ჩვენი სამშობლო გახდეს რუსეთი! - ემიგრანტების მასშტაბური პროტესტი
გაყალბებულ არჩევნებს საქართველოს მოქალაქეები მსოფლიოს მასშტაბით აპროტეტებენ. ქართველი ემიგრანტები ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მართავენ. მთავარი მოთხოვნა, 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობაა. მათი თქმით, იქ, სადაც "ოცნებამ არჩევნები ვერ გააყალბა, რელუარი შედეგი დაიდო - დასვლეთში "ოცნება" დამარცხდა, ამიტომ ახლაა საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ემიგრანტები ქუჩაში გამოდიან.
არასდროს შევეგუებით, რომ ჩვენი სამშობლო გახდეს რუსეთი! და არასდროს შევეგუებით არჩენების გაყალბებას! - ამბობენ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები.
დღეს აქცია მილანში და ევროპის კიდევ რამდნეიმე ქალაქში გაიმართება. ემიგრანტები აქციას გამართავენ ნიუ-იორკში, თაიმ სქვერზეც.