ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, არ უნდა დავიღალოთ! - გია ბუღაძე ხვალინდელ აქციაზე

03.11.24 13:45
ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, არ უნდა დავიღალოთ! - გია ბუღაძე ხვალინდელ აქციაზე

მხატვარი გია ბუღაძე თანამოქალაქეებს მოუწოდებს, საქართელოსთვის და საკუთარი ღირესებისთვის ბრძოლაში არ დაიღალონ. ხელოვანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ხვალ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაზე მივიდეს, რათა "ფლიდი და მატყუარა" "ოცნება" ხელისუფლებიდან გაისტუმრონ. 

ქართველებს ხომ შემოგვრჩა ღირსება? - შემოგვრჩა. ხომ გვაქვს წარსული განცდა, რომ დიდი ერი ვართ? - გვაქვს. ამიტომ იქ უნდა იყოთ, იმიტომ, რომ ხედავთ რას გვიკეთებენ? გვატყუებენ :გაუთავებელად. რაც მთავარია, შეურაცხყოფას გვაყენებენ, ღირსებას აგვყრიან, პატივს აგვყრიან, იმიტომ, რომ ესენი არიან გაიძვერა, მატყუარა, მოღალატე, ფლიდი ხალხი. სწორედ ამის საპირისპიროდ და იმისთვის, რომ ეს მორჩეს, დასრულდეს, ესენი გავყაროთ აქედან, ბევრნი უნდა შევიკრიბოთ, არ უნდა დავიღალოთ. არ შეიძლება, საქართველოსთვის და საკუთარი ღირსებისთვის დაიღალოს ქართველი ადამიანი, - ამბობს გია ბუღაძე. 

პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანებები და მათი მხარდამჭერები ხვალიდან ქვეყანაში უწყეტ პროტესტს იწყებენ. მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად ხვალ ხალხი რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე შეიკრიბება. დაანონსებულია, რომ სწორედ იქ გააცნობს მოქალაქეებს ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას.