პრემიერი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" "პროევროპულია"
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე, საქართველოს პრემიერი ამტკიცებს, რომ "ქართული ოცნება" პროევროპული პარტიაა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ იტალიურ სატელევიზიო არხ sky-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჩვენთვის აქ არჩევანის საკითხი არ დგას, რადგან საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად განსაზღვრულია, რომ ყველა ხელისუფლებამ ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. მთავრობა ცალსახად პროევროპულია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.