"ქართული ოცნება" მოღალატე და ხალხით მოვაჭრეა - ხაზარაძე

05.11.24 22:10
"ქართული ოცნება" მოღალატე და ხალხით მოვაჭრეა - ხაზარაძე

"ქართული ოცნება" მოღალატე და ხალხით მოვაჭრეა, - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, საჭიროა, რომ საზოგადოებამ საკუთარი პროტესტით ქვეყანა ოლიგარქიული, კორუფციული, კლანური და საბჭოური მართვის სისტემისგან გაათავისუფლოს. 

ესენი არიან მოღალატეები, ხალხით მოვაჭრეები. ნორმალური საზოგადოება ასეთ ადამიანებს იზოლაციაში უნდა აქცევდეს. ახლა ვიწყებთ ნამდვილ განმათავისუფლებელ მოძრაობას კლანური, კორუფციული, ოლიგარქიული, საბჭოური მართვის სისტემისაგან, რომლის ამოცანაც არის, რომ ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების ევროატლანტიკური არჩევანი რუსული არჩევანით შეცვალოს. ახლა ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ სრულფასოვანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე უნდა მიგვიყვანოს", - ამბობს მამუკა ხაზარაძე. 

მსგავსი სიახლეები