ცესკომ დაადასტურა, რომ ზოგიერთ უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო
ცესკომ შვიდსაათიანი ფიქრის შემდეგ, ISFED-ის მიერ აღმოჩენილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების სქემაზე პირველი კომენტარი გააკეთა .
ცესკო ადასტურებს, რომ რიგ საარჩევნო უბნებზე მამაკაცი ამომრჩეველის რაოდენობა საარჩევნო სიაში მყოფი კაცი ამომრჩეველის ჯამურ რიცხვს აღემატება.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს. ამ შედეგების განზოგადება მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან, ამ მიზანმიმართულ ქმედებასთან, რათა დაზიანდეს საარჩევნო პროცესი", - ამბობს ნათია იოსელიანი.
23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო - ამის შესახებ განცხადება ISFED-მა გაავრცელა.
„სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ მახასიათებლებს.