ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზულ თანამდებობაზე ყოფნა, ქვეყნისთვის კატასტროფაა - გიგა ბოკერია
"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ოპოზიციის მიმართ პრემიერ-მინისტრის აგრესიულ რიტორიკას ეხმიანება და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ამ ტანამდებობაზე ყოფნა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, არა თუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე როგორც ღარიბაშვილია, არის კატასტროფა ქვეყნისთვის, ისევე, როგორც ივანივშილის გარემოცვის ყველა წარმომადგენელი, არის კატასტროფა ქვეყნისთვის და ამიტომ არის საჭირო, რომ პასუხი ამ ყველაფერზე ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ არჩევნებზე, - ამბობს ბოკერია.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია მავნებლებად მოიხსენია და თქვა, რომ ისინი როგორც იქნა პარლამენტში "შეყარა".