მსგავსი რიტორიკა საზოგადოებაში პოლარიზაციას აღრმავებს - გიორგი ხოჯევანიშვილი პრემიერზე
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ პრემიერის აგრესიული რიტორიკა საზოგადოებაში პოლარიზაციას აღრმავებს.
მსგავსი რიტორიკა ქართულ საზოგადოებაში უფრო აღრმავებს პოლარიზაციის დონეს. ეს არის ის, რაც ჩვენ საზოგადოებსა არ სჭირდება, რისი წინააღმდეგიც არი ქართული საზოგადოება და ამ ყველაფერს ძალიან მალე უარს ეტყვის არჩევნების სახით, - ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიცია მავნებლებად მოიხსენია და თქვა, რომ ისინი როგორც იქნა პარლამენტში "შეყარა".