მიხეილ როთი: ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები

11.11.24 11:20
მიხეილ როთი: ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები

ჩვენ აქ ვართ როგორც ქართველი ხალხის მეგობრები - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მმართველმა პარტიამ 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. 

მისივე თქმით, არჩევნების ირგვლივ ეჭვები ისეთი სერიოზულია, რომ დღის წესრიგში დადგა უცხოური დამოუკიდებელი გამოძიება: 

ჰკითხეთ მმართველ პარტიას, რატომ არ ჰქონდათ სურვილი, მივეღეთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ როგორც საქართველოს მეგობრები, საქართველოს ხალხის მეგობრები და პოლიტიკაში წინააღმდეგობრივი მომენტები, ნორმალურია, ცოცხალი დემოკრატიის პირობებში ეს არის ყველაფრის არსი. არ მესმის რატომ გვეძახიან მმართველი პარტიიდან მტრებს, ჩვენ მტრები არ ვართ, ჩვენ ვართ მეგობრები. მე უკვე გამოვხატე ჩემი სერიოზული ეჭვი  ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაზე. ნათელია, რომ ეჭვები გახლავთ ისეთი სერიოზული, რომ ჩვენ მოვითხოვთ უცხოურ დამოუკიდებელ გამოძიებას - ეს არის ერთადერთი შანსი ნდობის აღდგენისა"- განაცხადა როთმა. (სინქრონული თარგმნა)

მსგავსი სიახლეები