ანზორ მელია - 39%, "ოცნების" კანდიდატი - 32% - ენმ-ის კვლევა ზუგდიდში
ანზორ მელია - 39%, "ოცნების" კანდიდატი - 32% - ასეთია ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგები, რომელიც პარტიამ ზუგდიდში ჩაატარა.
კვევის თანახმად, "საქართველოსთვის" კანდიდატს მხარს გამოკითხულთა 21% უჭერს, სხვა კანდიდატები კი - 8%.
დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას თქმით, პარტია კვლევის შედეგების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა პასუხი უნდა გასცენ მმართველი პარტიისა და პრემიერ ღარიბაშვილის "აღვირახსნილ კამპანიას".
,,ენმ" კვლევის შედეგების გამოქვეყნებას არ აპირებდა, თუმცა პასუხი უნდა გაეცეს აუცილებლად იმ აღვირახსნილ კამპანიას, რასაც "ქართული ოცნება" ეწევა" - განაცხადა კორძაიამ.
თამარ კორძაიას ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ,,ნაცმოძრაობის" დაკვეთით ზუგდიდში 15-22 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 600-მა რესპოდენტმა მიიღო და დასაშვები ცდომილება 3%-ია.
საქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ კარგად იცის, არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით აგებს, ამიტომ მისი გადადება სურს.