ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებულები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
"ტვ პირვველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემაში მსჯავრდებული დავით კუტალაძე, და სხვა მოძალადეები პატიმრობიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
ინფორმაცია "პირველებს" ადვოკატებმა და "ალტ-ინფოს" წევრებმა დაუდასტურეს. მათი თქმით, დაკავებულებს ამნისტია შეეხოთ.
ერთი წელი შეეხო ყველა პატიმარს, ერთი მეექვსედი. ამათ მოხდილი ჰქონდათ სასჯელის ძირითადი ნაწილი დარჩენილი ჰქონდათ 8 თვე და მაგაზე შეეხოთ. აპელაციამ 4 წელის მიუსაჯა ბოლოს,. ერთი კვირა გათავისუფლდნენ. ყველა დაკავებულს შეეხება ეგ ამნისტია, ყველაზე მეტი 4 წელი ამათ ჰქონდათ მისჯილი და შესაბამისად, ყველას შეეხება იმ ერთ მეექვსედში'', - ამბობს "პირველებთან" ადვოკატი სერგო ხურციძე.
დავით კუტალაძესთან ერთად "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ 4 პირი მისცა პასუხისგებაში. ესენი იყვნენ ოთარ გელაშვილი, აკაკი ნაკაშიძე, თორნიკე დავლაშერიძე, ცოტნე ჩიხლაძე, ასევე გია გიგუაშვილი - ხუთივე მათგანი ახლა თავისუფლებაზე იმყოფება.
კუტალაძე "TV პირველის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობის, დევნისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო იხდიდა სასჯელს. 2021 წლის 5 ივლისს, დავით კუტალაძემ "სირცხვილიას" ოფისში " TV პირველის" გადამღებ ჯგუფს ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მიყენებული დაზანებების გამო ლექსოს ოპერაცია დასჭირდა, რამდენიმე დღეში, 11 ივლისს კი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
- დავით კუტალაძეს 4 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მას თავდაპირველად სასჯელის სახედ 5 წელი განესაზღვრა, თუმცა სააპელაციოს მოსამართლემ მაია თეთრაულმა კუტლაძეს სასჯელი შეუმცირა.
2022 წელს, ლექსო იუნესკომ, მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ამ სიაში ლაშქარავა მეორე ჟურნალისტია, ვინც იუნესკომ საქართველოში მშვიდობიან ხანაში მოკლულად მიიჩნია. საქართველოდან იუნესკოს სიაში პირველი ჟურნალისტი გიორგი სანაია იყო, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს.